•  
    Camellia flowers art salon

    საიტის წესდება

    წესდება
    1 სამომხმარებლო შეთანხმება
    1.1 intsamzareulo.com-ზე შემოსვლით და მის მუშაობაში მონაწილეობის მიღებით, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ქვემოთ მოყვენილ წესებს/მითითებებს
    1.2 ყველა მომხმარებელი ვინც რეგისტრირდება intsamzareulo.com-ზე, რეგისტრაციის პროცესში ხელს აწერს (ვეთანხმების სახით) ქვემოთ მოყვანილ წესებს.
    2 ზოგადი დებულებები
    2.1 intsamzareulo.com არის კულინარიული რესურსი, სადაც ქვეყნდება უცხოური რესურსებიდან აღებული/ნათარგმნი და თვითონ ამ საიტის ავტორების მიერ შექმნილი რეცეპტები,სტატიები, სურათები, ვიდეობი და ა.შ.
    2.2 intsamzareulo.com-ის მუშაობაში ჩართვა ან განვითარებაში ხელის შეწყობა სხვადასხვა ხერხით შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
    2.3 Intsamzareulo.com არ არის შეზღუდული არანაირი ცენზით და აქ შემოსვლა შეუძლია ყველა მსურველს განურჩევლად ასაკისა, სქესისა და ა.შ.
    2.4 Intsamzareulo.com-ის წესები საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებლისთვის კომფორტის შესაქმნელად და ყველანაირი პრობლემის თავიდან ასაცილებლად. ჩვენ გვინდა ეს საიტი გავხადოთ თქვენთვის საყვარელ ადგილად, სადაც იხილავთ მსოფლიო კულინარიის რეცეპტებს, მიიღებთ საინტერესო რჩევებს გამოცდილი შეფ პოვრებისაგან.
    2.5 Intsamzareulo.com-ის ნებისმიერმა მონაწილემ, მათ შორის ადმინისტრაციამაც (თუ ეს არ არის წინასწარ განსაკუთრებულად შეთანხმებული) აუცილებლად უნდა დაიცვას საიტის წესები.
    3 პოსტების თემატიკა
    3.1 აკრძალულია ყველა სახის პოლიტიკური თემატიკის პოსტები!
    3.2 აკრძალულია ყველა სახის რელიგიური პოსტები! (გარდა მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულების მილოცვებისა)
    3.3 აკრძალულია ყველა სახის პოსტები, რომლებიც შინაარსით ეწინააღმდეგებიან საქართველოს კანონმდებლობას.
    3.4 აკრძალულია ყველა სახის პოსტები, რომლებიც არღვევენ სხვა ადამიანების საავტორო უფლებებს.
    3.5 აკრძალულია რეცეპტების/სიახლეების ქართული საიტებიდან დაკოპირება წყაროს მითითების გარეშე.
    4 პოსტებთან დაკავშირებული საკითხები
    4.1 Intsamzareulo.com-ზე რეცეპტის/სიახლის დამატება შეუძლია ნებისმიერ დარეგისტრირებულ წევრს.
    4.2 Intsamzareulo.com-ზე რეცეპტის/სიახლის გამოქვეყნდება მას შემდეგ, რაც მოხდება პოსტის გადამოწმება ბლოგის მოდერატორების და ადმინისტრატორების მიერ. ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს 24 საათის განმავლობაში.
    4.3 რეცეპტის/სიახლის გამოქვეყნება-არ გამოქვეყნებას წყვეტს მხოლოდ მოდერატორი ან ადმინისტრატორი. რეცეპტის/სიახლის გამოქვეყნება/არგამოქვეყნება ან წაშლა არ თანხმდება ავტორებთან.
    4.4 რეცეპტის/სიახლის გამოქვეყნების შემდეგ Intsamzareulo.com-ზე, რეცეპტის/სიახლის ავტორს ენიჭება საავტორო უფლება თავის პოსტზე. ამასთანავე Intsamzareulo.com-ს შეუძლია ამ რეცეპტის/სიახლის გამოყენება თავისი მიზნებისათვის, იქნება ეს კომერციული თუ არაკომერციული საქმიანობისთვის, პოსტის ავტორის თანხმობის გარეშეც.
    5 წევრები
    5.1 Intsamzareulo.com-ზე რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ მსურველს და ამ შემთხვევაში ის ავტომატურად ხდება საიტის წევრი.
    5.2 Intsamzareulo.com-ზე წაიშლება ყველა არააქტიური ექაუნთი. (გამონაკლისია ის ექაუნთები, რომლებსაც აქვთ გამოქვეყნებული პოსტები)
    5.3 Intsamzareulo.com-ის წევრები იყოფიან რამდენიმე პირობით კატეგორიად.
    სტუმარი – არარეგისტრირებული საიტის მომხმარელი, რომელსაც გააჩნია უფლება მხოლოდ კომენტარის დატოვებისა (თუ არის საიტზე ჩართული ეს ფუნქცია)
    გურმანი – რეგისტრირებული საიტის მომხმარებელი, რომელსაც შეუძლია კომენტარის დაწერა და საიტზე რეცეპტის/სიახლის დამატება. რეცეპტი/სიახლე გაივლის მოდერაციას საიტის შეფ პოვართან.
    პოვარი – რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელსაც შეუძლია კომენტარების დაწერა და რეცეპტის/სიახლის დამატება. რეცეპტი/სიახლიე დაემატება საიტზე მომენტალურად, ყველანაირი შემოწმების გარეშე.
    შეფ პოვარი – რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელსაც აქვს თითქმის ყველა უფლება რაც ადმინისტრატორს გარდა საიტის ძრავის და დიზაინის რედაქტირებისა.
    ადმინისტრატორი – რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელსაც გააჩნია ყველა უფლება რაც ვრცელდება საიტზე.
    6 პასუხისმგებლობის საკითხი
    6.1 Intsamzareulo.com-ზე დადებული ყველანაირი სახის მასალა გამოხატავს მხოლოდ და მხოლოდ მათი ავტორების პირად აზრს და შეხედულებას. საიტის ადმინისტრაცია არ წარადგენს რაიმე სახის გარანტიას, ღიად დაფიქსირებულს ანაც ნაგულისხმებს, რომ ისინი არის სრული, სასარგებლო და ჭეშმარიტი. თქვენ მათი გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ თქვენი რისკის ფასად.
    6.2 Intsamzareulo.com-ის ავტორები არიან პასუხისმგებლები თავიანთ მასალებზე, რომლებსაც გამოაქვეყნებენ საიტზე.
    6.3 Intsamzareulo.com არ კისრულობს პასუხისმგებლობას არანაირ მასალაზე, რომელიც გამოქვეყნებული იქნება საიტზე.
    6.4 Intsamzareulo.com-ის ადმინისტრაცია საიდუმლოდ ინახავს მისი წევრების პირად მონაცემებს და კონფიდენციალურ ინფორმაციას (მათ შორის ip მისამართს და ელექტრონული ფოსტის მისამართს), თუ ის დაცულია საიტის სხვა მონაწილეების მიერ ნახვისაგან. თუმცაღა ეს შეიძლება არ გავრცელდეს იმ მონაწილეებზე, რომლებიც უხეშად არღვევენ წესებს. ასეთ შემთხვევაში შიდა ზომების გატარებასთან ერთად ნებისმიერი ხელმისაწვდომი ინფორმაცია შეიძლება გამოყენებული იქნას მოხმარებლის ქცევასთან დაკავშირებული საკითხის გადასაწყვეტად და ასევე მისი საიტზე ყოფნის მიზანშეწონილობაზეც სამართალდამცავ ორგანოებთან, ინტერნეტ პროვაიდერებთან(კავშირგაბულობის ოპერატორებთან ან ჰოსტერებთან), ანაც მომუშავე პერსონალთან წესების დარღვევის დონის და ფორმის შესაბამისად.
    7 დანაშაული და სასჯელი
    7.1 – Intsamzareulo.com-ზე აკრძალულია ნებისმიერი სახით უცენზურო სიტყვების გამოქვეყნება. ასეთი შემთხვევის გამეორების შემთხვევაში საიტის წევრი ან მომხმარებელი მიიღებს ბანს რაღაც პერიოდით ან სამუდამოდ.
    7.2 – Intsamzareulo.com-ზე აკრძალულია სხვა საიტის ან პროდუქციის რეკლამირება ნებისმიერი სახით. ასეთი შემთხვევის დაფიქსირებისას მიიღებთ ბანს ბანს რაღაც პერიოდით ან სამუდამოდ.
    7.3 – Intsamzareulo.com-ზე აკრძალულია კომენტარებში ფლუდი. (რაც ნიშნავს კომენტარებში პირადი ან პოსტთან არადაკავშირებული საკითხების განხილვა) ასეთი შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში მიიღებთ ბანს ბანს რაღაც პერიოდით ან სამუდამოდ.
    7.4 – Intsamzareulo.com-ზე აკრძალულია რამდენიმე ექაუთის (ანგარიშის) რეგისტრაცია სხვადასხვა სახელებით. თუ დაგჭირდებათ სახელის შეცვლა, აუცილებელია წაშალოთ ძველი ნიკი და მხოლოდ შემდეგ დაარეგისტრიროთ ახალი სახელი. 2 ერთნაირი ექაუნთი წაიშლება გაფრთხილების გარეშე.

    Intsamzareulo.com გისურვებთ წარმატებებს და ერთად ვიტრიალოთ ჩვენს სამზარეულოში


    რეცეპტების არქივი

    მარტი 2016 (1)
    აგვისტო 2015 (2)
    აპრილი 2015 (2)
    მარტი 2015 (5)
    თებერვალი 2015 (2)
    ოქტომბერი 2014 (1)
    ^