•  
    ინტერნეტ სამზარეულო » რეცეპტები » ფრინველი » ქათმის მწვადი ანანასით
    Camellia flowers art salon
    ინფორმაცია სტატიაზე
    • ნახვები: 1427
    • ავტორი: CookMan
    • თარიღი: 27-04-2014, 23:25
    27-04-2014, 23:25

    ქათმის მწვადი ანანასით

    კატეგორია: ფრინველი, მაყალი, მარინადები

    შემადგენლობა:

    1 ჭიქა ანანაისის წვენი

    1/2 ჭიქა ყავისფერი შაქარი

    1/3 ჭიქა სოიოს სოუსი

    1 კგ ქათმის ფილე, ნაჭრებად დაჭრილი

    კონსერვირებული ანანასის ნაჭრები (სურვილისამებრ)

    მომზადების წესი:

    პატარა ქვაბში, დაბალ ცეცხლზე შევურიოთ ანანასის წვენი, ყავისფერი შაქარი და სოიოს სოუსი. წამოდუღებისთანავე  გადმოვდგათ ცეცხლიდან.

    ჯამში ჩავალაგოთ დაჭრილი ქათმის ფილე. ზემოდან მოვასხათ ანანასის მარინადი და შევდგათ მაცივარში მინიმუმ 30 წთ-ი.

    გავახუროთ გრილი. წამოვაცვათ ქათმის ნაჭრები შამფურზე ან ხის ჩხირებზე. სურვილისამებრ შეგვიძლია თითო ნაჭრის გამოტოვებით ანანასის ნაჭრის ჩაყოლება.

    მცენარეული ზეთი წავუსვათ გრილის ბადეს. დავალაგოთ ბადეზე, თითოეულ მხარეს შევწვათ 5 წთ-ი. ყურადღებით ვიყოთ რადგან ქათმის ფილე სწრაფად იწვება.

    გემრიელად მიირთვით და გაიღიმეთ ხშირად!...

    თეგები სტატიაზე: ქათამი, მარინადი, გრილი, ანანასი, სოიოს სოუსი

    ძვირფასო მომხმარებელო , თქვენ საიტზე იმყოფებით როგორც არა დარეგისტრირებული მომხმარებელი.
    ჩვენ გთავაზობთ დარეგისტრირდეთ ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.

    კომენტარების დამატება

    სახელი:*
    ელ-ფოსტა:*
    კომენტარი:
    შეიყვანე სურათზე მოცემული ტექსტი: *

    რეცეპტების არქივი

    მარტი 2016 (1)
    აგვისტო 2015 (2)
    აპრილი 2015 (2)
    მარტი 2015 (5)
    თებერვალი 2015 (2)
    ოქტომბერი 2014 (1)
    ^