•  
    ინტერნეტ სამზარეულო » რეცეპტები » ფრინველი » შემწვარი წიწილა კარტოფილთან ერთად
    Camellia flowers art salon
    ინფორმაცია სტატიაზე
    • ნახვები: 1607
    • ავტორი: CookMan
    • თარიღი: 13-05-2014, 22:47
    13-05-2014, 22:47

    შემწვარი წიწილა კარტოფილთან ერთად

    კატეგორია: ფრინველი, მარინადები

    შემწვარი წიწილა კარტოფილთან ერთად

    შემადგენლობა:

    2 ცალი 500 გრ წიწილა ან ერთი 1 კგ ქათამი

    1 კგ კარტოფილი

    მარინადი:

    6 კბილი ნიორი, დაჭყლეტილი

    1/3 ჭიქა ზეითუნის ზეთი

    2 ჩ.კ. ცხარე შებოლილი პაპრიკა

    1 ჩ.კ. ბაჰარი

    3 ს.კ. ლიმონის წვენი

    1 ს.კ. თაფლი

    1 ჩ.კ. გამხმარი ტარხუნა

    მარილი გემოვნებით

    მომზადების წესი:

    წიწილა გავასუფთავოთ. წავუსვათ მარილი შიგნიდან და გარედან. კარტოფილი გავფრცქვნათ და დავჭრათ. მარინადისთვის ყველა ინგრედიენტი შევურიოთ. წიწილებს წავუსვათ მარინადი, ამოვსვაროთ კარტოფილი, შევუკრათ ფეხები, ფრთები ავუტრიალოთ უკან და გავაჩეროთ ერთი საათი. საცხობ ფორმაში მოვათავსოთ ქათამი და კარტოფილი, ნაპირებში ჩავასხათ 50 მლ წყალი, გადავაფაროთ ფოლგა და შევდგათ წინასწარ 200 ℃-მდე გაცხელებულ ღუმელში 1 სთ 15 წთ. შემდეგ ფოლგა მოვაშოროთ და კიდევ 20-30 წთ-ი დავტოვოთ ღუმელში, პერიოდულად ზემოდან ვასხათ დაგროვილი ბულიონი. მომზადებულ ქათამს ზემოდან მოვაყაროთ ოხრახუში, ასევე შეგიძლიათ მოაყაროთ მოხალული ფიჭვის კაკლები. მიირთვით სალათასთან ერთად.

    გემრიელად მიირთვით და გაიღიმეთ ხშირად!...

    თეგები სტატიაზე: ქათამი, კარტოფილი, მარინადი, წიწილა

    ძვირფასო მომხმარებელო , თქვენ საიტზე იმყოფებით როგორც არა დარეგისტრირებული მომხმარებელი.
    ჩვენ გთავაზობთ დარეგისტრირდეთ ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.

    კომენტარების დამატება

    სახელი:*
    ელ-ფოსტა:*
    კომენტარი:
    შეიყვანე სურათზე მოცემული ტექსტი: *

    რეცეპტების არქივი

    მარტი 2016 (1)
    აგვისტო 2015 (2)
    აპრილი 2015 (2)
    მარტი 2015 (5)
    თებერვალი 2015 (2)
    ოქტომბერი 2014 (1)
    ^