•  
    Camellia flowers art salon
    ინფორმაცია სტატიაზე
    • ნახვები: 2453
    • ავტორი: CookMan
    • თარიღი: 24-07-2014, 17:50
    24-07-2014, 17:50

    ქათმის მწვადი

    კატეგორია: ფრინველი, მაყალი, მარინადები

    ქათმის მწვადი

    შემადგენლობა:

    1 კგ ქათმის მკერდი

    1 ჭიქა (200-250 გრ.) წითელი სმაროდინა

    5-6 ც. შავი სმაროდინა

    1 კონა ისპანახი

    1 ც. მიხაკი

    1 ს.კ. ლიმონის წვენი

    1 ს.კ. შაქარი

    1/2 ჩ.კ. დაფქული დარიჩინი

    მარილი, შავი წიწაკა

    მომზადების წესი:

    მიხაკი დავნაყოთ როდინში. სმაროდინა გავრეცხოთ, მოვაშოროთ ტოტიდან, დავაბლენდეროთ. დავამატოთ ლიმონის წვენი, შაქარი, მიხაკი და დარიჩინი, გადავურიოთ. ქათმის მკერდი დავჭრათ 2-3 სმი–ის სიგანის გრძელ ნაჭრებად, ცოტა დავბეგვოთ. მოვასხათ მარინადი ფილეს, გადავურიოთ და შევინახოთ გრილ ადგილას 15-20 წთ–ი. ისპანახი გავრეცხოთ და გავაშროთ.

    ამოვიღოთ ხორცი მარინადიდან და მოვაშოროთ დაღჩენილი სმაროდინა. თითოეული ნაჭრის ერთ მხარეზე დავდოთ ისპანახის ფოთოლი და გადავახვიოთ რულეტად. ხის შამფურებზე წამოვაცვათ 3–3 რულეტი და შევწვათ ტაფა–გრილზე (შესაძლებელია გრილზე შეწვაც, შამფურის თავსა და ბოლოებში გავუკეთოთ ფოლგა) ყველა მხრიდან, 10-15 წთ–ი  დაახლოებით. ყურადღება მივაქციოთ მარინადი რომ არ მიიწვას. მივირთვათ მწვანე სალათასთან ერთად.

    გემრიელად მიირთვით და გაიღიმეთ ხშირად!...

    თეგები სტატიაზე: მწვადი, მაყალი, ქათამი, სმაროდინა

    ძვირფასო მომხმარებელო , თქვენ საიტზე იმყოფებით როგორც არა დარეგისტრირებული მომხმარებელი.
    ჩვენ გთავაზობთ დარეგისტრირდეთ ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.

    კომენტარების დამატება

    სახელი:*
    ელ-ფოსტა:*
    კომენტარი:
    შეიყვანე სურათზე მოცემული ტექსტი: *

    რეცეპტების არქივი

    მარტი 2016 (1)
    აგვისტო 2015 (2)
    აპრილი 2015 (2)
    მარტი 2015 (5)
    თებერვალი 2015 (2)
    ოქტომბერი 2014 (1)
    ^