•  
    Camellia flowers art salon
    ინფორმაცია სტატიაზე
    • ნახვები: 2993
    • ავტორი: giojik
    • თარიღი: 13-08-2012, 19:58
    13-08-2012, 19:58

    ფეტუჩინი ალფრედო

    კატეგორია: რეცეპტები » ცომეული

    ფეტუჩინი ალფრედო

    შემადგენლობა:

    200 გრ ფეტუჩინი

    35 გრ კარაქი

    2 ც. ხახვი, დაჭრილი

    1 კბილი  ნიორი, დაჭრილი

    180 მლ ნაღები

    60 გრ პარმეზანი გახეხილი

    მარილი და პილპილი

    ოხრახუში

    მომზადების წესი:

    ქვაბში წამოვადუღოთ წყალი, დავამატოთ მარილი და მაკარონი. ვხარშოთ პაკეტზე მითითებულ დრომდე. ზედმეტად არ მოგვივიდეს მოხარშვა.

    სანამ მაკარონი იხარშება ქვაბში გავალღვოთ  კარაქი, დავამატოთ დაჭრილი ხახვი და ნიორი, ვთუშოთ 1 წთ–ის მანძილზე. დავამატოთ ნაღები, შავი წიწაკა, მარილი და ვადუღოთ 3–4 წთ-ი, ვურიოთ მუდმივად რათა არ მიიწვას.

    მომზადებული მაკარონი გადავწუროთ და მაკარონი დავაბრუნოთ ქვაბში, შევაცხელოთ. მიღებული სოსუსი დავამატოთ მაკარონს და კარგად გადავურიოთ. დავამატოთ ნახევარი ყველი პარმეზანი, შავი წიწაკა და მარილი, კარგად გადავურიოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან.

    ქვაბში ჩავამატოთ ოხრახუში და კარგად გადავურიოთ. მირთმევის წინ მოვაყაროთ დარჩენილი ყველი.

    გემრიელად მიირთვით!...

    თეგები სტატიაზე: სპაგეტი, ფეტუჩინი, ოხრახუში

    ძვირფასო მომხმარებელო , თქვენ საიტზე იმყოფებით როგორც არა დარეგისტრირებული მომხმარებელი.
    ჩვენ გთავაზობთ დარეგისტრირდეთ ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.

    კომენტარების დამატება

    სახელი:*
    ელ-ფოსტა:*
    კომენტარი:
    შეიყვანე სურათზე მოცემული ტექსტი: *

    რეცეპტების არქივი

    მარტი 2016 (1)
    აგვისტო 2015 (2)
    აპრილი 2015 (2)
    მარტი 2015 (5)
    თებერვალი 2015 (2)
    ოქტომბერი 2014 (1)
    ^