•  
    Camellia flowers art salon
    ინფორმაცია სტატიაზე
    • ნახვები: 2163
    • ავტორი: giojik
    • თარიღი: 25-02-2013, 01:33
    25-02-2013, 01:33

    შოკოლადის რავიოლი

    კატეგორია: ცომეული, ტკბილეული

    შოკოლადის რავიოლი

    შემადგენლობა:

    2½ ჭიქა ფქვილი

    1/3 ჭიქა კაკაოს ფხვნილი

    4 კვერცხი

    1/3 - 1/2 ჭიქა წყალი

    240 გრ მასკარპონე

    4 ს.კ. შაქარი

    1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი

    1 ს.კ. დაჭრილი პიტნა

    მომზადების წესი:

    დიდ ჯამში მოვათავსოთ: ფქვილი, კაკაო, 3 კვერცხი. მიქსერით დავიწყოთ შერევა დაბალ სიჩქარეზე. თანდათანობით დავამატოთ წყალი. ვურიოთ ცომის ბურთის ჩამოყალიბებამდე. მიღებული მასა ვზილოთ კიდევ ხელით სანამ ცომი წებოვანია. გადავახვიოთ ცომი სამზარეულოს ცელოფანში და შევდოთ მაცივარში ერთი საათით.

    სანამ ცომი მაცივარშია საშუალო ჯამში მოვათავსოთ: მსაცარპონე, 1 კვერცხი, 2 ს.კ. შაქარი, ვანილი და პიტნა. შევურიოთ ყველა ინგრედიენტი კარგად. გამოყენებამდე შევდგათ მაცივარში. გაგრილებული ცომი გამოვიღოთ მაცივრიდან და დავჭრათ 4 ნაწილად. გავაბრტყელოთ თითოეული ცომის ნაჭერი პასტის საბრტყელებელში ყველაზე დაბალი პოზიციიდან ბოლომდე. ფქვილი მოვაყაროთ სამზარეულოს დაფაზე. გაბრტყელებული ცომი დავაფინოთ. ყოველ 7 სმ-ში ჩაის კოვზით დავდოთ გულსართი. გადავკეცოთ ცომი და გულსართის ირგვლივ თითით დავტკეპნოთ. 5 სმ-ი რავიოლოს საჭრელით დავჭრათ. დაჭრილი რავიოლი მოვათავსოთ ლანგარზე. დარჩენილი ცომი შევინახოთ მაცივარში. რავიოლის მოსამზადებლად ქვაბში ავადუღოთ წყალი, ჩავყაროთ 2 ს.კ. შაქარი. ჩავყაროთ რავიოლი, დაველოდოთ სანამ რავიოლი ამოვა წყლის ზედაპირზე. ამოიღეთ რავიოლოი წყლიდან ბადის საშვალებით და მიირთვით სასურველისოუსით.

    გემრიელად მიირთვით და გაიღიმეთ ხშირად!...

    თეგები სტატიაზე: მასკარპონე, რავიოლი, პასტა, კაკაო, პიტნა

    ძვირფასო მომხმარებელო , თქვენ საიტზე იმყოფებით როგორც არა დარეგისტრირებული მომხმარებელი.
    ჩვენ გთავაზობთ დარეგისტრირდეთ ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.

    კომენტარების დამატება

    სახელი:*
    ელ-ფოსტა:*
    კომენტარი:
    შეიყვანე სურათზე მოცემული ტექსტი: *

    რეცეპტების არქივი

    მარტი 2016 (1)
    აგვისტო 2015 (2)
    აპრილი 2015 (2)
    მარტი 2015 (5)
    თებერვალი 2015 (2)
    ოქტომბერი 2014 (1)
    ^