•  
    Camellia flowers art salon
    ინფორმაცია სტატიაზე
    • ნახვები: 1961
    • ავტორი: CookMan
    • თარიღი: 2-07-2014, 13:13
    2-07-2014, 13:13

    ვარენიკი ალუბლით

    კატეგორია: ცომეული, ტკბილეული

    ვარენიკი ალუბლით

    შემადგენლობა:

    200 გრ + 1 ს.კ. შაქარი

    600 გრ ალუბალი

    1 ჭიქა ფქვილი

    მარილი გემოვნებით

    2 კვერცხი

    1/2 ჭიქა წყალი

    მომზადების წესი:

    ფქვილი გავცრათ მაგიდაზე. ფქვილის შუაში გავაკეთოთ ჩაღრმავება და დავამატოთ 1 კვერცხი, 1 ს.კ. შაქარი, მწიკვი მარილი. ჩავასხათ 1/2 ჭიქა წყალი და მოვზილოთ მაგარი ცომი. გადავაფაროთ ჩაის ტილო და გავაჩეროთ 30 წთ-ი.

    ალუბალს გამოვაცალოთ კურკები, შევურიოთ დარჩენილი შაქარი ალუბალს.

    ფქვილ მოყრილ მაგიდაზე გავაბრტყელოთ ცომი. ჭიქის საშვალებით ცომი დავჭრათ მრგვალ  ნაჭრებად, დიამეტრით 7 სმ-ი. თითოეული ცომის შუაში ჩავდოთ ალუბალი, ცომს ნაპირზე წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი. გადავკეცოთ ცომი შუაზე და შევკრათ ცომის ნაპირები სველი ხელით. მარილიან ადუღებულ წყალში ჩავყაროთ მომზადებული ვარენიკები, ვხარშოთ მანამდე სანამ არ ამოვა წყლის ზედაპირზე. შეგიძლიათ მიირთვათ არაჟნით ან გამდნარი კარაქით.

    გემრიელად მიირთვით და გაიღიმეთ ხშირად!...

    თეგები სტატიაზე: ალუბალი, ვარენიკი, კვერცხი, ფქვილი

    ძვირფასო მომხმარებელო , თქვენ საიტზე იმყოფებით როგორც არა დარეგისტრირებული მომხმარებელი.
    ჩვენ გთავაზობთ დარეგისტრირდეთ ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.

    კომენტარების დამატება

    სახელი:*
    ელ-ფოსტა:*
    კომენტარი:
    შეიყვანე სურათზე მოცემული ტექსტი: *

    რეცეპტების არქივი

    მარტი 2016 (1)
    აგვისტო 2015 (2)
    აპრილი 2015 (2)
    მარტი 2015 (5)
    თებერვალი 2015 (2)
    ოქტომბერი 2014 (1)
    ^