Home > ცომეული > მაკარონი ჭინჭრის პესტოთი

მაკარონი ჭინჭრის პესტოთი


27-03-2015, 18:19. Author: CookMan

მაკარონი ჭინჭრის პესტოთი

შემადგენლობა:

1 კონა ჭინჭარი

1 კბილი ნიორი

100 გრ არაჟანი

100 გრ ყველი

ზეითუნის ზეთი

ბულგარული წიწაკა გემოვნებით

მაკარონი

მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

მოვხარშოთ მაკარონი მარილიან წყალში. მსუბუქად მოვხრაკოთ ნიორი ზეითუნის ზეთზე და დავამატოთ ჭინჭრის ფოთლები. დავასხათ ცოტაოდენი მაკარონის ნახარში და ვთუშოთ 5 წთ-ი. დავაბლენდეროთ. მიღებული მასა დავამატოთ მაკარონს. მოვაყაროთ ყველი და შევაცხელოთ. სოუსისთვის არაჟანს დავამატოთ ნიორი, მარილი, შავი წიწაკა და კარგად გადავურიოთ.  მივირთვათ სოუსთან ერთად.

გემრიელად მიირთვით და გაიღიმეთ ხშირად!...

Бесплатные шаблоны для 10.5Forex Портал для чайников
Go back