Home > ცომეული, ტკბილეული > ბლინები მასკარპონეთი

ბლინები მასკარპონეთი


23-08-2015, 13:01. Author: CookMan

ბლინები მასკარპონეთი

შმედაგენლობა:

2 ც. კვერცხი

2 ს.კ. შაქარი

მწიკვი მარილი

მწიკვი გამაფხვიერებელი

2 ს.კ. მცენარეული ზეთი

¾ ჭიქა ფქვილი

2-2,5 ჭიქა რძე

300 გრ სხვადასხვა კენკრა ( მარწყვი, მალინა, მოცვი, მოცხარი)

150 გრმასკარპონე

მომზადების წესი:

კენკრის და მასკარპონეს გარდა, ყველა ინგრედიენტისგან მოვზილოთ არამკვრივი ცომი. გავაჩეროთ 20 წთ-ი.

სანამ ცომი ისვენებს, მასკარპონე გადმოვიღოთ ჯამში და დავდოთ გარეთ, რომ დარბილდეს.

მსხვილი მარწყვი გავჭრათ რამოდენიმე ნაჭრად, მოცხარი მოვაშოროთ ტოტებიდან. კენკრა მოვათავსოთ ცალკე ჯამში.

ტაფა გავაცხელოთ, წავუსვათ ზეთი და გამოვაცხოთ ბლინები. გამომცხვარი ბლინები ჩავალაგოთ თავსახურიან ქვაბში. მირთმევის წინ ბლინს ზემოდან დავადოთ ერთი კოვზი მასკარპონე და მოვაყაროთ კენკრა.

გემრიელად მიირთვით და გაიღიმეთ ხშირად!...


Go back