•  
    ინტერნეტ სამზარეულო » რეცეპტები » თევზეული და ზღვის როდუქტი » გამომცხვარი ცხარე სკუმბრია კარტოფილით
    Camellia flowers art salon
    ინფორმაცია სტატიაზე
    • ნახვები: 1791
    • ავტორი: CookMan
    • თარიღი: 11-02-2014, 16:51
    11-02-2014, 16:51

    გამომცხვარი ცხარე სკუმბრია კარტოფილით

    კატეგორია: რეცეპტები » თევზეული და ზღვის როდუქტი

    გამომცხვარი ცხარე სკუმბრია კარტოფილით

    შემადგენლობა:

    5 საშუალო ზომის სკუმბრია (დაახლოებით 300 გრ თითოეული)

    1.2 კგ კარტოფილი

    2 ც ლაიმა (ან 1 დიდი ლიმონი)

    2 პატარა ცხარე წიწაკა

    2-3 კბილი ნიორი

    1/ 4 ჩ.კ. დაფქვილი ძირა

    1/ 4 ჩ.კ. დაფქვილი ქინძი

    4 ს.კ. ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი

    მარილი გემოვნებით

    მომზადების წესი:

    კარტოფილი დავჭრათ მეოთხედებად (თუ პატარა კარტოფილებია დავტოვოთ ხელუხლებელი). ვხარშოთ მარილიან წყალში ნახევრად მომზადებამდე, დაახლოებით 10 წთ-ი. გადავწუროთ.

    წიწაკას გამოვაცალოთ თესლი. წიწაკა, ნიორი, სანელებლები და 2 ს.კ. ზეთი მოვათავსოთ ბლენდერში და დავაბლენდეროთ.

    მიღებული პასტა წავუსვათ თევზს შიგნიდან და გარედან. ფორმაში მოვათავსოთ თევზი, გარშემო შემოვულაგოთ კარტოფილი და მეოთხედებად დაჭრილი ლაიმა, წავუსვათ დარჩენილი ზეთი. შევდგათ 200 ℃-ზე გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ 20-30 წთ-ი, კარტოფილის მომზადებამდე.

    მირთმევის წინ თევზს მოვაწუროთ ლაიმის წვენი.

    გემრიელად მიირთვით და გაიღიმეთხშირად!...

    თეგები სტატიაზე: თევზი, სკუმბრია, კარტოფილი, ლაიმი

    ძვირფასო მომხმარებელო , თქვენ საიტზე იმყოფებით როგორც არა დარეგისტრირებული მომხმარებელი.
    ჩვენ გთავაზობთ დარეგისტრირდეთ ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.

    კომენტარების დამატება

    სახელი:*
    ელ-ფოსტა:*
    კომენტარი:
    შეიყვანე სურათზე მოცემული ტექსტი: *

    რეცეპტების არქივი

    მარტი 2016 (1)
    აგვისტო 2015 (2)
    აპრილი 2015 (2)
    მარტი 2015 (5)
    თებერვალი 2015 (2)
    ოქტომბერი 2014 (1)
    ^