•  
    Camellia flowers art salon
    ინფორმაცია სტატიაზე
    • ნახვები: 1919
    • ავტორი: CookMan
    • თარიღი: 29-03-2015, 01:54
    29-03-2015, 01:54

    გამოცხვარი კალმახი პრასით

    კატეგორია: რეცეპტები » თევზეული და ზღვის როდუქტი

    გამოცხვარი კალმახი პრასით

    შემადგენლობა:

    1 ცალი  1 კგ-ნი კალმახი

    1 ცალი პრასი

    1 ცალი ლაიმა

    30 გრ. კარაქი ტარხუნით

    მარილი, შავი წიწაკა გემოვნებით

    კარტოფილი სურვილისამებრ

    მომზადების წესი:

    კალმახი გავასუფთავოთ, გამოვშიგნოთ, ამოვაჭრათ ლაყუჩები და მოვაშოროთ ქერცლი.

    ლაიმას მოაშოროთ ცედრა და გამოვწუროთ წვენი. პრასს მოვაშოროტ თეთრი ნაწილი. თეთრი ნაწილი დავჭრათ თხელ რგოლებად, მოვაყაროთ მარილი და მოვასხათ ლაიმის წვენის ნახევარი.

    ლანგარზე დავაფინოთ საცხობი ქაღალდი, ზემოდან დავალაგოთ პრასის მწვანე ნაწილი. დავდოთ თევზი, შევაზილოთ მარილი, შავი წიწაკა გემოვნებით, გარედან და შიგნიდან, მოვასხათ დარჩენილი ლაიმის წვენი. კალმახში შიგნით მოვათავსოთ დაჭრილი პრასი, დავამატოთ ტარხუნიანი კარაქი. ზემოდანაც დავადოტ კარაქის თხელი ნაჭერი.

    მოვამზადოთ 180°C-მდე გაცხელებულ ღუმელში 20-25 წთ-ის განმავლობაში.

    თევზთან ერთად შეგვიძლია მოვამზადოთ კარტოფილი, თხლად დაჭრილი და მივირთვათ თევზთან გარნირად. კარტოფილი შევაზავოთ მარილით, შავი წიწაკით და მოვასხათ მცენარეული ზეთი.

    გემრიელად მიირთვით და გაიღიმეთ ხშირად!...

    თეგები სტატიაზე: კალმახი, ლაიამა, პრასი, კარტოფილი

    ძვირფასო მომხმარებელო , თქვენ საიტზე იმყოფებით როგორც არა დარეგისტრირებული მომხმარებელი.
    ჩვენ გთავაზობთ დარეგისტრირდეთ ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.

    კომენტარების დამატება

    სახელი:*
    ელ-ფოსტა:*
    კომენტარი:
    შეიყვანე სურათზე მოცემული ტექსტი: *

    რეცეპტების არქივი

    მარტი 2016 (1)
    აგვისტო 2015 (2)
    აპრილი 2015 (2)
    მარტი 2015 (5)
    თებერვალი 2015 (2)
    ოქტომბერი 2014 (1)
    ^