ღორის სუკები, შებოლილი პაპრიკის რუსთით » ინტერნეტ სამზარეულო
  •  
    » » » ღორის სუკები, შებოლილი პაპრიკის რუსთით
    ინფორმაცია სტატიაზე
    • ნახვები: 2490
    • ავტორი: giojik
    • თარიღი: 3-06-2013, 02:49
    3-06-2013, 02:49

    ღორის სუკები, შებოლილი პაპრიკის რუსთით

    კატეგორია: ხორცის კერძები / სოუსები / მაყალი

    ღორის სუკები, შებოლილი პაპრიკის რუსთით

    შემადგენლობა:

    რუსთი:

    2 საშუალო ზომის წითელი ბულგარული წიწაკა

    2-3 პატარა კბილი ნიორი

    ¾ ჩ.კ. მსხვილი მარილი

    1 ჭიქა პურის სუხარი

    3 ს.კ. ლიმონის წვენი

    ¾ ჩ.კ. შებოლილი პაპრიკა

    ⅔ ჭიქა ზეითუნის ზეთი

    სუკები:

    2 ღორის სუკი, თითოეული დაახლოებით 450 გრ

    ზეითუნის ზეთი

    ½ ჩ.კ. მსხვილი მარილი

    ¼ ჩ.კ. ახლად დაფქული შავი პილპილი

    მომზადების წესი:

    მოვამზადოთ გრილი პირდაპირი მომზადებისთვის, საშუალო სითბომდე (180-230 ℃-მდე).

    ჩოთქით გავასუფთავოთ გრილის ბადე. ბულაგრული წიწაკა დავალაგოთ ბადეზე, დავახუროთ გრილს სახურავი, ვამზადოთ  სანამ გაშავდება და ბუშტუკები გაუჩნდება, 12-15 წთ-ი დაახლოებით, ვატრიალოთ ყოველ 3-5 წთ-ში. წიწაკა მოვატავსოთ ჯამში და გადავაკრათ სამზარეულოს აბკი. გავაჩეროთ 10-15 წთ-ი. წიწაკას მოვაშოროთ დამწვარი კანი და თესლი.

    ბლენდერშ მოვათავსოთ ნიორი, წიწაკა, მარილი და სუხარი. დავამატოთ ლიმონის წვენი და პაპრიკა, მუშა ბლენდერში ნელ-ნელა დავამატოთ ზეითუნის ზეთი. ვაბლენდეროთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, სანამ სანამ გახდება მოწითალო-ნარინჯისფერი. თუ მასა ძალიან სქელი დავამატოთ 1 ს.კ. წყალი. დააგემოვნეთ და სურვილისამებრ დაუმატეთ მარილი.

    სუკებს ავაჭრათ ზედმეტი ცხიმი და კანი. ფუნჯით წავუსვათ ზეითუნის ზეთი, თანაბრად მოვაყაროთ მარილი და შავი წიწაკა. გრილზე შეწვამდე გავაჩეროთ 15-30 წთ-ი.

    სუკები დავალაგოთ გრილზე, პირდაპირ ცეცხლზე, დავახუროთ სახურავი და ვამზადოთ თანაბარ შეწითლებამდე , 15-20 წთ-ი, ვატრიალოთ ყოველ 5 წთ-ში ერთხელ. სრულად მომზადებულ ხორცში შიდე ტემპერატურა უნდა იყოს 66 ℃-ი.

    გადმოვიღოთ სუკები გრილიდან და გავჩეროთ 3-5 წთ-ი. დავჭრათ თითოეული სუკი თხელ ნაჭრებად. მიირთვით თბილი ან ოთახის ტემპერატურაზე, სოუს რუსთისთან ერთად.

    გემრიელად მიირთვით და გაიღიმეთ ხშირად!...

    Бесплатные шаблоны для 10.5Forex Портал для чайников

    თეგები სტატიაზე: რუსთი, სუკები, გრილი, ზეითუნის ზეთი, სოუსი

    ძვირფასო მომხმარებელო , თქვენ საიტზე იმყოფებით როგორც არა დარეგისტრირებული მომხმარებელი.
    ჩვენ გთავაზობთ დარეგისტრირდეთ ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.

    კომენტარების დამატება

    სახელი:*
    ელ-ფოსტა:*
    კომენტარი:
    შეიყვანე სურათზე მოცემული ტექსტი: *

    რეცეპტების არქივი

    მარტი 2016 (1)
    აგვისტო 2015 (2)
    აპრილი 2015 (2)
    მარტი 2015 (5)
    თებერვალი 2015 (2)
    ოქტომბერი 2014 (1)
    ^