•  
    ინტერნეტ სამზარეულო » რეცეპტები » ხორცის კერძები » სპაგეტი ქათმით და სოუს ბეშამელით
    Camellia flowers art salon
    ინფორმაცია სტატიაზე
    • ნახვები: 2796
    • ავტორი: giojik
    • თარიღი: 16-08-2011, 13:13
    16-08-2011, 13:13

    სპაგეტი ქათმით და სოუს ბეშამელით

    კატეგორია: ხორცის კერძები, სოუსები, ცომეული

    სპაგეტი ქათმით და სოუს ბეშამელით

    შემადგენლობა:

    სპაგეტი - 1 შეკვრა;

    ქათმის მკერდი - 1 ც. (600 გრ.);

    სოუს ბეშამელისთვის:

    კარაქი - 30გრ.;

    ფქვილი - 1 ს.კ.;

    რძე - 2 ჭიქა;

    მარილი - გემოვნებით;

    ჯავზი - გემოვნებით;

    პამიდვრის სოუსისთვის:

    პამიდორი საკუთარ წვენში კანის გარეშე - 300 მლ;

    ნიორი - 2-3 კბილი;

    ხახვი - 1 ც.;

    მწვანილი - 1 კონა;

    მცენარეული ზეთი შესაწვავად;

    მარილი  - გემოვნებით.

     

    მომზადების წსეი:

    პამიდვრი სოუსისთვის  მწვანილი და ნიორი წვრილად დავჭრათ. ღრმა ტაფაზე გავაცხელოთ ზეითუნის ზეთი, ჩავყაროთ ნიორი და ვთუშოთ ნივრის სასიამოვნო სუნის დადგომამდე. გადმოვიღოთ ნიორი და დავამატოთ თხლად დაჭრილი ხახვი, ვთუშოთ დარბილებამდე. დავამატოთ პამიდორი საკუთარ წვენთან ერთად, კარგად შევურიოთ.

    თუ წვენი ცოტა არის, დავამატოთ წყალი. ვადუღოთ რამოდენიმე წუთი. დავამატოთ მწვანილი, შევაზავოთ მარილით და პილპილით. დავუჭიოთ ცეცხლს და დავახუროთ თავსაფარი, ვხარშოთ მანამ სანამ სოუსის  მესამედი არ დარჩება.

    სოსუ ბეშამელის მომზადება: გავადნოთ კარაქი, მასში შევწვათ ფქვილი ნიგვზის სუნის დადგომამდე. გადმოვდგათ ცეცხლიდან და ფრთხილად შევურიოთ რძე. კარგად შევურიოთ ერთმანეთს, რადგან არ ჩამოალიბდეს ბურთულები. სოუსი შევაზავოთ მარილით.

    ერთმანეთს შევურიოთ პამიდვრის სოუსი და სოუს ბეშამელი.

    ხორცი დავჭრათ საშუალო ნაჭრებად. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, დავყაროთ ქათმის ნაჭრები და ხშირ–ხშირად ვურიოთ, ცოტათი დავბრაწოთ. დავამატოთ მომზადებული სოუსი. შევაცხელოთ ხორცის გამზადებამდე, ფრთხილად ვურიოდ. დავაფაროთ თავსახური და გამოვრთოთ.

    ავადუღოთ წყალი, ჩავყაროთ მარილი, ჩავასხათ 1-2 ს.კ. ზეთი. ჩავყაროთ მაკარონი და ვხარშოთ ნახევრად მზადებამდე. გადმოვიღოთ საწურზე მაკარონი და დავწუროთ ბოლომდე. გადავიტანოთ მაკარონი სოუსიან ქვაბში და კარგად შევურიოთ.

    თეგები სტატიაზე: ქათმის მკერდი, ბეშამელი, ჯავზი, სპაგეტი, რძე

    ძვირფასო მომხმარებელო , თქვენ საიტზე იმყოფებით როგორც არა დარეგისტრირებული მომხმარებელი.
    ჩვენ გთავაზობთ დარეგისტრირდეთ ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.
    <
    ketitamrimari

    29 ოქტომბერი 2015 21:02

    ინფორმაცია კომენტარზე
    • ჯგუფი: სტუმარი
    • ICQ:
    • რეგისტრაცია: --
    • პუბლიკაცია: 0
    • კომენტარები: 0
    dzalian didi madloba arsebobisvis ager shevikribet daqalochkebi da kide kai dadet es recepti tore ra gveshveleboda davrchebodit mshivrebi da ra gaadzgobda chven gipebs da vin chailagebda qonebs gverdebshi)))) mogikitxet didi sikvarulit uraaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa

    კომენტარების დამატება

    სახელი:*
    ელ-ფოსტა:*
    კომენტარი:
    შეიყვანე სურათზე მოცემული ტექსტი: *

    რეცეპტების არქივი

    მარტი 2016 (1)
    აგვისტო 2015 (2)
    აპრილი 2015 (2)
    მარტი 2015 (5)
    თებერვალი 2015 (2)
    ოქტომბერი 2014 (1)
    ^