•  
    Camellia flowers art salon
    ინფორმაცია სტატიაზე
    • ნახვები: 12528
    • ავტორი: giojik
    • თარიღი: 23-08-2011, 18:38
    23-08-2011, 18:38

    ღორის კანჭი შავ ლუდში

    კატეგორია: ხორცის კერძები, სოუსები

    ღორის კანჭი შავ ლუდში

    შემადგენლობა:

    ღორის კანჭი 1,5 კგ;

    ბულიონისთვის:

    ხახვი - 1 ც.

    სტაფილო - 1 ც.

    დაფნის ფოთოლი - 2 ც.

    ბაჰარი,

    შავი წიწაკა,

    მარილი - გემოვნებით.

    სოუსისთვის:

    შავი ლუდი - 500 მლ,

    მდოგვი (მარცვლებით) 1 ს.კ.,

    წიწიბურას თაფლი 1ს.კ.,

    ძირა - 1,2 ჩ.კ.

    მარილი - გემოვნებით.

    მომზადების წესი:

    ღორის კანჭი კარგა გავრეცხოთ გამდინარე წყალში, ჩავდოთ ქვაბში, ჩავასხათ წყალი ბოლომდე. დავამატოთ მარილი, შავი წიწაკა, დაფნის ფოთოლი, მთლიანი ხახვი, დაჭრილი მთლიანი სტაფილო. წამოვადუღოთ წყალი და მოვხადოთ ქაფი, ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე მოხდილი თავსახურით 2 საათი. გადმოვდგათ ქვაბი ცეცხლიდან და კანჭს ვაცალოთ გაგრილება ბულიონშივე.

    ჯამში შევურიოთ ლუდი, თაფლი და მდოგვი. შევაცხელოთ, თან ვურიოთ. გემოვნების და მიხედვით შეგვიძლია სოუსი იყოს უფრო ცხარე ან ტკბილი.

    კანჭი გადავდოთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში, დავასხათ ლუდის სოუსი, მოვაყაროთ ძირა და შევდგათ წინასწარ 190° С გაცხელებულ ღუმელში ყავისფერი ფერის მიღებამდე. 10-15 წთ-ში ერთხელ ვასხათ სოუსი ზემოდან.

    მომზადებული კანჭი დავჭრათ თხლად, მივირთვათ მდოგვთან და პირშუშხასთან ერთად.

    თეგები სტატიაზე: ღორის კანჭი, ბაჰარი, შავი ლუდი

    ძვირფასო მომხმარებელო , თქვენ საიტზე იმყოფებით როგორც არა დარეგისტრირებული მომხმარებელი.
    ჩვენ გთავაზობთ დარეგისტრირდეთ ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.

    კომენტარების დამატება

    სახელი:*
    ელ-ფოსტა:*
    კომენტარი:
    შეიყვანე სურათზე მოცემული ტექსტი: *

    რეცეპტების არქივი

    მარტი 2016 (1)
    აგვისტო 2015 (2)
    აპრილი 2015 (2)
    მარტი 2015 (5)
    თებერვალი 2015 (2)
    ოქტომბერი 2014 (1)
    ^