•  
    ინტერნეტ სამზარეულო » რეცეპტები » სალათები » ორაგული გრილზე და აზიური კომბოსტოს სალათა
    Camellia flowers art salon
    ინფორმაცია სტატიაზე
    • ნახვები: 1629
    • ავტორი: giojik
    • თარიღი: 30-05-2012, 13:54
    30-05-2012, 13:54

    ორაგული გრილზე და აზიური კომბოსტოს სალათა

    კატეგორია: სალათები, თევზეული და ზღვის როდუქტი, ბოსტნეული, მაყალი, მარინადები

    ორაგული გრილზე და აზიური კომბოსტოს სალათა

    შემადგენლობა:

    2 ნაჭერი ორაგული, 200 გრ

    მარინადისთვის:

    120 მლ სოიოს სოუსი

    1 ც ფორთოხლის წვენი და ცედრა

    4 ს.კ. ყავისფერი შაქარი

    1 კბილი ნიორი, დაჭრილი

    1/2 ს.კ. გახეხილი ჯინჯერი

    სალათისთვის:

    1 მუჭა თეთრი კომბოსტო, წვრილად დაჭრილი

    1 მუჭა სტაფილო, წვრილად დაჭრილი

    1 მუჭა სოიოს ღვიები

    3 ს.კ. თევზის სოუსი

    3 ს.კ. ბრინჯის ღვინის ძმარი

    1/2 ს.კ. წითელი წიწაკა დაფქული

    1 ს.კ. პიტნა, დაჭრილი

    1 ს.კ. ბაზილიკა, დაჭრილი

    1 ½ ს.კ. შაქარი

    მარილი და პილპილი

    მომზადების წესი:

    ქვაბში ჩავასხათ სოიოს სოუსი, ფორთოხლის წვენი, ფორთოხლის ცედრა, ყავისფერი შაქარი, ნიორი და ჯინჯერი. სოუსი მივიყვანოთ წამოდუღებამდე, მივიყვანოთ სიროფის კონსისტენციამდე. გადმოვდგათ გაზიდან და გავაგრილოთ. ორაგული მოვათავსოთ მარინადში და დავაფაროთ თავსახური. მარინადში გავაჩეროთ 15 წთ–ი.

    ჯამში ჩავასხათ თევზის სოუსი, ბრინჯის ღვინის ძმარი, წიწაკა და შაქარი. ვურიოთ მანამ შაქარი არ გაიხსნება. დავამატოთ კომბოსტო, სოიოს ღვიები, სტაფილო, პიტნა და ბაზილიკა. შევაზავოთ მარილით და პილპილით.

    მოვამზადოთ გრილი, ორაგულის ნაჭერი დავდოთ და ვამზადოთ 2½ წთ-ი. გადავატრიალოთ მეორე მხარეს, ფუნჯით წავუსვათ მარინადი და ვამზადოთ 1წთ–ი. გადმოვიღოთ გრილიდან. ორაგული დავდოთ თეფშზე გვერდზე დავუდოთ მომზადებული კომბოსტოს სალათა.

    თეგები სტატიაზე: თევზი, სიომგა, სოიოს სოუსი, ჯინჯერი, მარინადიკომბოსტო

    ძვირფასო მომხმარებელო , თქვენ საიტზე იმყოფებით როგორც არა დარეგისტრირებული მომხმარებელი.
    ჩვენ გთავაზობთ დარეგისტრირდეთ ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.

    კომენტარების დამატება

    სახელი:*
    ელ-ფოსტა:*
    კომენტარი:
    შეიყვანე სურათზე მოცემული ტექსტი: *

    რეცეპტების არქივი

    მარტი 2016 (1)
    აგვისტო 2015 (2)
    აპრილი 2015 (2)
    მარტი 2015 (5)
    თებერვალი 2015 (2)
    ოქტომბერი 2014 (1)
    ^