•  
    Camellia flowers art salon
    ინფორმაცია სტატიაზე
    • ნახვები: 2920
    • ავტორი: giojik
    • თარიღი: 15-03-2013, 15:30
    15-03-2013, 15:30

    კარტოფილის სალათი

    კატეგორია: სალათები, ბოსტნეული, სამარხვო კერძები

    კარტოფილის სალათი

    შემადგენლობა:

    5-6 ც საშუალო კარტოფილი

    3/4 ჭიქა ზეითუნის ზეთი

    1/3 ჭიქა ლიმონის წვენი

    3 კბილი ნიორი, დაკეპილი

    1 დიდი თეთრი ხახვი

    ზღვის მარილი

    ახალ დაფქული წიწაკა

    1/4 ჭიქა დაჭრილი ოხრახუში

    მომზადების წესი:

    დავჭრათ ხახვი თხლად, ნაჭრები კიდევ გავჭრათ ორ ნაწილად. გავთალოთ კარტოფილი გავთალოთ, დავჭრათ ზომიერ ნაჭრებად და გავავლოთ წყალშ. ჩავყაროთ კაარტოფილი ქვაბში, დავასხათ ცივი წყალი ისე, რომ კარტოფილი დაიფაროს და ასცდეს წყალი 4 სმ–ით, წამოვადუღოთ და დავუწიოთ ცეცხლს, ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე. 15 წთ–ში ჩანგლით გავსინჯოთ კარტოფილი დარბილდა თუ არა. მოხარშული კარტოფილი გადავწუროთ, გადავიტანოთ ჯამში. დავამატოთ ხახვი და გადავურიოთ. პატარა ჯამში ერთად მოვათავსოთ: ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, ნიორი, მარილი, წიწაკა და კარგად გავთქვიფოთ. კარტოფილს მოვასხათ სოუსი, მოვაყაროთ ოხრახუში და მივირთვათ ოთახის ტემპერატურაზე ან გაგრილებული.

    გემრიელად მიირთვით და გაიღიმეთ ხშირად!...

    თეგები სტატიაზე: კარტოფილი, ზეითუნის ზეთი, სამარხვო

    ძვირფასო მომხმარებელო , თქვენ საიტზე იმყოფებით როგორც არა დარეგისტრირებული მომხმარებელი.
    ჩვენ გთავაზობთ დარეგისტრირდეთ ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.

    კომენტარების დამატება

    სახელი:*
    ელ-ფოსტა:*
    კომენტარი:
    შეიყვანე სურათზე მოცემული ტექსტი: *

    რეცეპტების არქივი

    მარტი 2016 (1)
    აგვისტო 2015 (2)
    აპრილი 2015 (2)
    მარტი 2015 (5)
    თებერვალი 2015 (2)
    ოქტომბერი 2014 (1)
    ^