•  
    ინტერნეტ სამზარეულო » რეცეპტები » სალათები » 7 - ფენა მაკარონი სალათი
    Camellia flowers art salon
    ინფორმაცია სტატიაზე
    • ნახვები: 1999
    • ავტორი: giojik
    • თარიღი: 14-08-2013, 17:01
    14-08-2013, 17:01

    7 - ფენა მაკარონი სალათი

    კატეგორია: სალათები, ბოსტნეული

    7 - ფენა მაკარონი სალათი

    შემადგენლობა

    მსხვილი მარილი

    230 გრ ფარფალე

    2 თავი ბროკოლი, დაჭრილიპატარა ყვავილებად

    1/2 ჭიქა მაიონეზი

    1/2 ჭიქა კეფირი

    1/4 ჭიქა + 1 ს.კ. მწვანე ხახვი, დაჭრილი

    1/4 ჭიქა ოხრახუში, დაჭრილი

    1 ლაიმის წვენი

    ახლად დაფქული წიწაკა

    2 ავოკადო, კუბებად დაჭრილი

    350 გრ ლორი, კუბებად დაჭრილი

    230 გრ ყველი ჩედარი, გახეხილი

    1 საშუალო ზომის თავი სალათის ფურცელი რომენი, დაჭრილი

    2 პომიდორი, კუბებად დაჭრილი

    მომზადების წესი:

    ქვაბში ავადუღოთ მარილიანი წყალი. ჩავყაროთ მაკარონი, ვხარშთ 2 წთ–ით ნაკლები ვიდრე მითითებულია ყუთზე, 4 წთ–ით ადრე ჩავყაროთ ბროკოლი და ვხარშოთ. მოხარშული მაკარონი და ბროკოლი გადავწუროთ, გავაჩეროთ გამდინარე წყალში. განვაცალკევოთ ბროკოლი და მაკარონი, ბროკოლი დავწუროთ, ისე რომ შეშრეს.

    გავთქვიფოთ მაიონეზი, კეფირი, მწვანე ხახვი, ოხრახუში, ნახევარი ლაიმის წვენი,

    ¼ ჩ.კ. მარილი დაპილპილი გემოვნებით. გადავურიოთ მაკარონი და რამოდენიმე კოვზი საკაზმი, საშუალო ჯამში.

    შევურიოთ ავოკადო და დარჩენილი ლაიმის წვენი, შევაზავოთ მარილით. გავასწოროთ პირველი ფენა. შემდეგი ფენა მოვაყაროთ ლორი, ბროკოლი, მაკარონი, ყველისალათის ფურცლები და პამიდორი. მოვასხუროთ საკაზმი და მოვაყაროთ დარჩენილი მწვანე ხახვი ან შევდგათ მაცივარში სალათი და საკაზმი 6 სთ–ით. (მირთმევამდე სალათა გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე).

    გემრიელადმიირთვითდაგაიღიმეთხშირად!...

    თეგები სტატიაზე: მაკარონი, სალათი, ლორი, ყველი, ავოკადო

    ძვირფასო მომხმარებელო , თქვენ საიტზე იმყოფებით როგორც არა დარეგისტრირებული მომხმარებელი.
    ჩვენ გთავაზობთ დარეგისტრირდეთ ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.

    კომენტარების დამატება

    სახელი:*
    ელ-ფოსტა:*
    კომენტარი:
    შეიყვანე სურათზე მოცემული ტექსტი: *

    რეცეპტების არქივი

    მარტი 2016 (1)
    აგვისტო 2015 (2)
    აპრილი 2015 (2)
    მარტი 2015 (5)
    თებერვალი 2015 (2)
    ოქტომბერი 2014 (1)
    ^