•  
    » » » ქათმის მკერდი ლიმონის მარინადში, კიტრის და ფეტას სალათით
    ინფორმაცია სტატიაზე
    • ნახვები: 1862
    • ავტორი: giojik
    • თარიღი: 27-08-2013, 20:32
    27-08-2013, 20:32

    ქათმის მკერდი ლიმონის მარინადში, კიტრის და ფეტას სალათით

    კატეგორია: სალათები / ფრინველი / ბოსტნეული / სოუსები

    ქათმის მკერდი ლიმონის მარინადში, კიტრის და ფეტას სალათითშემადგენლობა:

    ქათამი მარინადში:

    1/4 ჭიქა ლიმონის წვენი

    2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

    3 კბილი ნიორი, დაჭრილი წვრილად

    2 ს.კ. კამა, დაჭრილი

    1/2 ჩ.კ. მსხვილი მარილი

    1/4 ჩ.კ. ახლად დაფქული შავი პილპილი

    2 ც უძვლო ქათმის მკერდი

    სალათი:

    2 ს.კ. ლიმონის წვენი

    3 ს.კ. ზეითუნის ზეთი

    1/2 ჩ.კ. მდოგვი

    ½-1–მდე ჩ.კ. თაფლი, იმის მიხედვით, თუ როგორ სიმჟავის ლიმონი არის

    1 ჩ.კ. კამა, დაჭრილი

    2 საშუალო პომიდორი, დაჭრილი

    1 ჭიქა (113 გრამი) კიტრი, ზომიერ კუბებად დაჭრილი ან გულის გარეშე

    113 გრამი ფეტა, ზომიერ კუბებად დაჭრილი

    მარილი და ახლად დაფქული შავი პილპილი

    მომზადების წესი:

    ქათამი მარინადში:

    პატარა ჯამში შევურიოთ ლიმონის წევენი, ზეითუნის ზეთი, ნიორი, კამა, მარილი, და პილპილი. კოვზით კარგად დავსრისოთ ნიორი და კამა არომატი, რომ არომატი შეერიოს მთლიან მარინადს. მარინადი ჩავასხათ ცელოფნის პაკეტში, დავამატოთ ქათმის მკერდი. ქათმის მკერდი მარინადში გავაჩეროთ 20-30 წთ–ი ოთახის ტემპერატურაზე ან 2 სთ–ი მაცივარში.

    ქათმის მკერდს ფუნჯით მოვაშოროთ ზედმეტი ნიორი და შევაშროთ.

    საშუალო ცეცხლზე, საშუალო ტაფაზე გავაცხელოთ 1-2 ს.კ. ზეითუნის ზეთი. რცოცა ზეთი ცხელი იქნება ტაფაზე დავალაგოთ ქათმის მკერდი, ვამზადოთ 2-3 წთ–ი , ოქროსფერი ფერის მიღებამდე.

    გადავატრიალოთ, დავუწიოთ ცეცხლს და დავაფაროთ თავსახური. ვამზადოთ 10–15 წთ–ი .

    გადავიტანოთ ქათმის მკერდი თეფშზე და დავაფაროთ ალუმინის ფოლგა. გავაჩეროთ 10-15 წთ–ი და მივირთვათ სალათასთან ერთად.

    სალათი:

    პატარა ჯამში შევურით ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი, მდოგვი, თაფლი და კამა, დავამატოთ პამიდორი, კიტრი და ფეტა.

    გადავურიოთ ფრთხილად, შევაზავოთ გემოვნებით, მაცივარში გავაჩეროთ 20 წთ–ით , მაქსიმუმ ერთი დღე.

    გემრიელადმიირთვითდაგაიღიმეთხშირად!...

    Бесплатные шаблоны для 10.5Forex Портал для чайников

    თეგები სტატიაზე: სალათა, ქათამი, ფეტა, ლიმონი, მარინადი, კიტრი, კამა

    ძვირფასო მომხმარებელო , თქვენ საიტზე იმყოფებით როგორც არა დარეგისტრირებული მომხმარებელი.
    ჩვენ გთავაზობთ დარეგისტრირდეთ ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.

    კომენტარების დამატება

    სახელი:*
    ელ-ფოსტა:*
    კომენტარი:
    შეიყვანე სურათზე მოცემული ტექსტი: *

    რეცეპტების არქივი

    მარტი 2016 (1)
    აგვისტო 2015 (2)
    აპრილი 2015 (2)
    მარტი 2015 (5)
    თებერვალი 2015 (2)
    ოქტომბერი 2014 (1)
    ^