Home > სალათები, ბოსტნეული > ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო პიკანტური სოუსით

ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო პიკანტური სოუსით


15-03-2016, 12:25. Author: CookMan

ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო პიკანტური სოუსით

შემადგენლობა:

½ თავი ბროკოლი

½ თავი ყვავილოვანი კომბოსტო

1-2 ტიმიანის ტოტი

50 გრ ნუში

ზღვის მარილი

სოუსი:

კონა ბაზილიკი

4 ს.კ. მსუბუქი მაიონეზი

მომზადების წესი:

დავშალოთ ყვავილოვანი კობოსტო და ბროკოლი ზომიერ ნაწილებად. ჩავალაგოთ ორთქლით მოსახარშ ქვაბში, მოვაყაროთ მარილი და ვამზადოთ 10-12 წთ-ი. კომბოსტო უნდა გახდეს რბილი, მაგრამ არა გადახარშული.

ნუში დავაქუცმაცოთ. მოვხალოთ , დაბალ ცერცხლზე, მშრალ ტაფაზე, მუდმივად ვურიოთ 1-2 წთ-ი.

სოუსისთვის ბაზილიკი დავჭრათ წვრილად, შევურიოთ მაიონეზს. ბროკოლი და კობოსტო დავალაგოთ თეფშზე, მოვასხათ სოუსი, მოვაყაროთ ნუში და ტიმიანის ფოთლები.

გემრიელად მიირთვით და გაიღიმეთ ხშირად!...


Go back