•  
    ინტერნეტ სამზარეულო » რეცეპტები » წვნიანები » კარტოფილის წვნიანი, ყველი ჩედერით და ბეკონით
    Camellia flowers art salon
    ინფორმაცია სტატიაზე
    • ნახვები: 1784
    • ავტორი: giojik
    • თარიღი: 1-12-2012, 12:45
    1-12-2012, 12:45

    კარტოფილის წვნიანი, ყველი ჩედერით და ბეკონით

    კატეგორია: რეცეპტები » წვნიანები

    კარტოფილის წვნიანი, ყველი ჩედერით და ბეკონით

    შემადგენლობა

    8 საშუალო ზომის ყვითელი კარტოფილი

    1 ლ. ქათმის ბულიონი

    230 გრ ბეკონი სქლად დაჭრილი

    ¾ ჭიქა რძე

    300 გრ ყველი ჩედდერი გახეხილი, ნაწილი შეინახეთ გასაფორმებლად

    მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით

    არაჟანი გასაფორმებლად

    ოხრახუში და მწვანე ხახვი, წვრილად დაჭრილი, გასაფორმებლად

    მომზადების წესი:

    დაბალ ცეცხლზე დავდგათ დიდი ქვაბი, ჩავასხათ ქათმის ბულიონი და ჩავყაროთ კარტოფილი მეოთხედებად დაჭრილი. კარტოფილი ვხარშოთ დარბილებამდე, დაახლოებით 20-25 წთ-ი. გადმოვდგათ ცეცხლიდან. სანამ კარტოფილი მზადდება მანამდე მოვამზადოთ ლორი, საშუალო ტაფაზე ვამზადოთ მანამ ბეკონი არ გახდება ხრაშუნა, დაახლოებით 6 წთ-ი თითოეული მხარე. გადავალაგოთ ქაღალდის ტილოზე, რომ გაგრილდეს, გაგრილების შემდეგ დავანაწევროთ პატარა ნაჭრებად.

    მომზადებული კარტოფილი დავაბლენდეროთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, დავაბრუნოთ ქვაბში. დავმატოთ რძე და გახეხილი ყველი, კარგად გადავურიოთ. გემოვნებით შევაზავოთ პილპილით და მარილით. თეფშზე გავაფორმოთ ერთი კოვზი არაჟნით, მოვაყაროთ გახეხილი ყველი, დაქუცმაცებული ბეკონი, ცოტაოდენი დაჭრილი ოხრახუში ან მწვანე ხახვი.

    გემრიელად მიირთვით!...

     

    თეგები სტატიაზე: კარტოფილი, ქათმის ბულიონი, ბეკონი, ლორი, ჩედდერი

    ძვირფასო მომხმარებელო , თქვენ საიტზე იმყოფებით როგორც არა დარეგისტრირებული მომხმარებელი.
    ჩვენ გთავაზობთ დარეგისტრირდეთ ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.

    კომენტარების დამატება

    სახელი:*
    ელ-ფოსტა:*
    კომენტარი:
    შეიყვანე სურათზე მოცემული ტექსტი: *

    რეცეპტების არქივი

    მარტი 2016 (1)
    აგვისტო 2015 (2)
    აპრილი 2015 (2)
    მარტი 2015 (5)
    თებერვალი 2015 (2)
    ოქტომბერი 2014 (1)
    ^