•  
    » » » სოკოს კრემ სუპი, ნივრიანი პურით
    ინფორმაცია სტატიაზე
    • ნახვები: 7032
    • ავტორი: giojik
    • თარიღი: 9-08-2013, 20:47
    9-08-2013, 20:47

    სოკოს კრემ სუპი, ნივრიანი პურით

    კატეგორია: რეცეპტები / წვნიანები

    სოკოს კრემ სუპი, ნივრიანი პურით

    შემადგენლობა:

    200 გრ ცოცხალი ყავისფერი ქამა სოკო

    1 ღერო ნიახური

    1 საშუალო ზომის თეთრი ხახვი

    400 მლ ქათმის ბულიონი

    250 მლ რძე

    3 ს.კ. კარაქი

    3 ს.კ. ფქვილი

    2 საშუალო ზომის მშრალი დაფნის ფოთოლი

    მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

    მომზადების წესი:

    სოკო გავრეცხოთ და გავაშროთ. დავჭრათ სოკო. დავჭრათ ნიახური და ხახვი, გავრეცხოთ დაფნა.

    გავაცხელოთ ღრმა ტაფა, დავდოთ კარაქი და გავადნოთ, დავამატოთ ხახვი და ვთუშოთ, სანამ ხახვი გამჭვირვალე გახდება. დავამატოთ ნიახური და ვთუშოთ კიდევ ერთი წუთი. დავამატოთ სოკო, ვთუშოთ სანამ სოკო შეყავისფრდება და წვენი გამოვა. დავამატოთ ფქვილი და კარგად გადავურიოთ. დავასხათ ქათმის ბულიონი, დავამატოთ დაფნის ფოთოლი. ვადუღოთ საშუალო ცეცხლზე 20 წთ–ი. დავამატოთ რძე და ვადუღოთ კიდევ 10 წთ–ი, დაბალ ცეცხლზე. გავაგრილოთ წვნიანი, გადვიტანოთ ბლენდერში და დავაბლენდეროთ ნაწილ–ნაწილ. სურვილისამებრ დავაბლენდეროდ რა კონსისტენცის გვინდა. დავამატოთ მარილი პილპილი, გემოვნებით. წვნიანი მივირთვათ ნივრიანი პურით.

     

    ნივრიანი პური

    შემადგენლობა:

    ბაგეტი (ან ნებისმიერი პური)

    ნივრიანი ფხვნილი

    კარაქი

    ბაზილიკი, ორეგანო ან ოხრახუში

    გახეხილი ყველიპარმეზანი (სურვილისამებრ)

    მომზადების წესი:

    პური დავჭრათ. თითოეულ ნაჭერს წავუსვათ კარაქი, მოვაყაროთ ნივრის ფხვნილი. მოვაყაროთ პარმეზანი და მწვანილები. ვაცხოთ ღუმელში 200 ℃–ზე 5-10 წთ–ის განმავლობაში, სანმა ყველი დადნება და პური გახდება ხრაშუნა.

    გემრიელადმიირთვითდაგაიღიმეთხშირად!...


     

    Бесплатные шаблоны для 10.5Forex Портал для чайников

    თეგები სტატიაზე: სოკო, ნიორი, პური, კრემ სუპი

    ძვირფასო მომხმარებელო , თქვენ საიტზე იმყოფებით როგორც არა დარეგისტრირებული მომხმარებელი.
    ჩვენ გთავაზობთ დარეგისტრირდეთ ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.

    კომენტარების დამატება

    სახელი:*
    ელ-ფოსტა:*
    კომენტარი:
    შეიყვანე სურათზე მოცემული ტექსტი: *

    რეცეპტების არქივი

    მარტი 2016 (1)
    აგვისტო 2015 (2)
    აპრილი 2015 (2)
    მარტი 2015 (5)
    თებერვალი 2015 (2)
    ოქტომბერი 2014 (1)
    ^