•  
    » » » ბროკოლი სუპი ყველი ჩედარით
    ინფორმაცია სტატიაზე
    • ნახვები: 3701
    • ავტორი: giojik
    • თარიღი: 22-08-2013, 18:50
    22-08-2013, 18:50

    ბროკოლი სუპი ყველი ჩედარით

    კატეგორია: წვნიანები / ბოსტნეული

    ბროკოლი სუპი ყველი ჩედარით

    შემადგენლობა:

    6 ს.კ. კარაქი

    1 პატარა ხახვი, დაჭრილი

    1/4 ჭიქა ფქვილი

    1½ ჭიქა რძე

    1 ½ ს.კ. კარაქი, გამდნარი

    3 ჭიქა ქათამი ბულიონი

    2 დაფნის ფოთოლი

    1/4 ჩ.კ. ახლად გახეხილი ჯავზი

    მსხვილი მარილი და ახლად დაფქული წიწაკა

    4 ცალი მრგვალი პური, ჯამებისთვის

    4 ჭიქა ბროკოლი (დაახლოებით 1 თავი)

    1 დიდი სტაფილო, დაჭრილი კუბიკებად

    2½ ჭიქა გახეხილი თეთრი და ყვითელი ყველი ჩედარი,დამატებით გასაფორმებლად

    მომზადების წესი

    საშუალო ცეცხლზე, გავადნოთ 6 ს.კ. დავამატოთ ხახვი და ვთუშოთ, სანამ გამჭვირვალე გახდება, დააახლოებით 5 წთ–ი. სანმა ხახვი ითუშება ერთმანეთს შევურიოთ რძე და გამდნარი კარაქი. მოთუშულ ხახვს დავამატოთ ფქვილი და ვთუშოთ ოქროსფერი ფერის მიღებამდე, დაახლოებით 3–4 წთ–ი, შემდეგ დავამატოთ რძის და კარაქის ნარევი ნელ–ნელა, თან ვთქვიფოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დავამატოთ ქათმის ბულიონი, დაფნის ფოთოლი და ჯავზი, შევაზავოთ მარილით და წიწაკით, წამოვადუღოთ. დავუწიოთ ცეცხლს, დავაფაროთ თავსახური და ვადუღოთ შესქელებამდე, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.

    სანამ წვნიანი მზადდება, პურს ამოვაჭრათ თავი და ხელით გამოვაცალოთ გული. ვეცადოთ არ დავარღვიოთ პურის მთლიანობა.

    დავამატოთ ბროკოლი და სტაფილო, ვადუღოთ კიდევ 20 წთ–ი ბოსტნეული, რომ მომზადდეს. ამოვიღოთ დაფნის ფოთოლი. დავაბლენდეროთ ბოსტნეული ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და დავაბრუნოთ ისევ ქვაბში. საშუალო ცეცხლზე დავდგათ ქვაბი, დავამატოთ ყველი და ვურიოთ სანამ ყველი გადნება. დავამატოთ ¾ ჭიქა წყალი, თუ წვნიანი სქელია. ჩამჩით ჩავასხათ წვნიანი თითოეულ პურში და მოვაყაროთ ზემოდან გახეხილი ყველი.

    გემრიელადმიირთვითდაგაიღიმეთხშირად!...

    Бесплатные шаблоны для 10.5Forex Портал для чайников

    თეგები სტატიაზე: ბროკოლი, ჩედარი, წვნიანი, სუპი, რძე, პურში

    ძვირფასო მომხმარებელო , თქვენ საიტზე იმყოფებით როგორც არა დარეგისტრირებული მომხმარებელი.
    ჩვენ გთავაზობთ დარეგისტრირდეთ ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.

    კომენტარების დამატება

    სახელი:*
    ელ-ფოსტა:*
    კომენტარი:
    შეიყვანე სურათზე მოცემული ტექსტი: *

    რეცეპტების არქივი

    მარტი 2016 (1)
    აგვისტო 2015 (2)
    აპრილი 2015 (2)
    მარტი 2015 (5)
    თებერვალი 2015 (2)
    ოქტომბერი 2014 (1)
    ^