•  
    Camellia flowers art salon
    ინფორმაცია სტატიაზე
    • ნახვები: 3038
    • ავტორი: CookMan
    • თარიღი: 2-02-2014, 23:44
    2-02-2014, 23:44

    პილმენი ბულიონში

    კატეგორია: წვნიანები, ხორცის კერძები, ცომეული

    პილმენი ბულიონში

    შემადგენლობა:

    2 ც. კვერცხი

    200 მლ. წყალი

    200-250 გრ. ფქვილი

    1 კგ ფარში

    2 ც. ხახვი

    2,5-3 ლ ბულიონი

    მარილი გემოვნების

    დაფნის ფოთოლი გემოვნებით

    დაფქული პილპილი გემოვნებით

    სანელებლები გემოვნებით

    მომზადების წესი:

    მოვზილოთ ცომი. ფქვილი გავცრათ და დავყაროთ მაგიდაზე გორად, შუაში გავაკეთოთ ჩაღრმავება. ჩაღრმავებაში ჩავტეხოთ ერთი კვერცხი, 100 მლ მარილიანი წყალი დამოვზილოთ მაგარი ცომი. ცომი დავასვენოთ 15-20 წთ-ი.

    მოვამზადოთ ფარში. ერთი ხახვი გავფრცქვნათ, დავჭრათ წვრილად ან ფარშთან ერთად გავატაროთ ხორცის მანქანაში. შევაზავოთ მარილით და პილპილით, დავამატოთ დარჩენილი წყალი და კარგად გადავურიოთ.

    ცომი გავაბრტყელოთ, ჭიქით ამოვჭრათ ცომი, თითოეულ ცომის ნაჭერზე დავდოთ მომზადებული ფარში. შევკრათ პილმენები და შევდოთ საყინულეში.

    ბულიონი წამოვადუღოთ, ჩავაყაროთ მარილი და გაყინული პილმენები. პილმენები ბულიონის ზედაპირზე, რომ ამოვლენ დავუწიოთ ცეცხლს, შევაზავოთ შავი წიწაკით, სუნელებით, დაფნის ფოთოლით. მომზადებული პილნები და ბულიონი ამოვიღოთ თეფშზე და მოვაყაროთ ცოცხალი მწვანილები.

    თეგები სტატიაზე: პილმენი, ბულიონი, ფარში

    ძვირფასო მომხმარებელო , თქვენ საიტზე იმყოფებით როგორც არა დარეგისტრირებული მომხმარებელი.
    ჩვენ გთავაზობთ დარეგისტრირდეთ ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.

    კომენტარების დამატება

    სახელი:*
    ელ-ფოსტა:*
    კომენტარი:
    შეიყვანე სურათზე მოცემული ტექსტი: *

    რეცეპტების არქივი

    მარტი 2016 (1)
    აგვისტო 2015 (2)
    აპრილი 2015 (2)
    მარტი 2015 (5)
    თებერვალი 2015 (2)
    ოქტომბერი 2014 (1)
    ^