•  
    » » » კალაკეიტო (ფინური თევზის წვნიანი)
    ინფორმაცია სტატიაზე
    • ნახვები: 1936
    • ავტორი: CookMan
    • თარიღი: 6-06-2014, 17:54
    6-06-2014, 17:54

    კალაკეიტო (ფინური თევზის წვნიანი)

    კატეგორია: წვნიანები / თევზეული და ზღვის როდუქტი

    კალაკეიტო (ფინური თევზის წვნიანი)

    შემადგენლობა:

    400 გრ. წითელი ან ნებისმიერი ცხიმიანი თევზი

    2 საშ. ზომის კარტოფილი

    1 თავი ხახვი

    1 ჭიქა ნაღები

    1/4 ჭიქა კამა

    1/4 ჭიქა მწვანე ხახვი

    დაფნის ფოთოლი

    მარცვალი წიწაკა

    ბაჰარი (დუშისტი)

    მარილი

    მომზადების წესი:

    თევზით, დაფნის ფოთლით და წიწაკით მოვამზადოთ ბულიონი. მოხარშული თევზი გადავდოთ.

    კარტოფილი დავჭრათ პატარა კუბიკებად, ჩავყაროტ ბულიონში, ვხარშოთ მზადებამდე. ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ კარაქში.

    მოხარშულ თევზს მოვაშოროთ კანი და ფხა, დავჭრათ. წვნიანში ჩავასხათ ნაღები, დავამატოთ მოთუშული ხახვი, მწვანილი და თევზის ნაჭრები. წვნიანი წამოვადუღოთ და მაშინვე გადმოვდგათ ცეცხლიდან.

    გემრიელად მიირთვით და გაიღიმეთ ხშირად!...

    Бесплатные шаблоны для 10.5Forex Портал для чайников

    თეგები სტატიაზე: თევზი, წვნიანი, კალაკეიტო, ფინური

    ძვირფასო მომხმარებელო , თქვენ საიტზე იმყოფებით როგორც არა დარეგისტრირებული მომხმარებელი.
    ჩვენ გთავაზობთ დარეგისტრირდეთ ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.

    კომენტარების დამატება

    სახელი:*
    ელ-ფოსტა:*
    კომენტარი:
    შეიყვანე სურათზე მოცემული ტექსტი: *

    რეცეპტების არქივი

    მარტი 2016 (1)
    აგვისტო 2015 (2)
    აპრილი 2015 (2)
    მარტი 2015 (5)
    თებერვალი 2015 (2)
    ოქტომბერი 2014 (1)
    ^