•  
    ინტერნეტ სამზარეულო » რეცეპტები » წვნიანები » მიქლიოს წვნიანი თალგამით
    Camellia flowers art salon
    ინფორმაცია სტატიაზე
    • ნახვები: 1894
    • ავტორი: CookMan
    • თარიღი: 29-03-2015, 14:28
    29-03-2015, 14:28

    მიქლიოს წვნიანი თალგამით

    კატეგორია: წვნიანები, ბოსტნეული, სამარხვო კერძები

    მიქლიოს წვნიანი თალგამით

    შემადგენლობა:

    2-3 ღერო კამა

    მიქლიო

    1 კონა მწვანე ხახვი

    1 ცალი სტაფილო

    1 თავი ხახვი

    1/2 ჩ.კ. ცხარე მდოგვი

    8 მარცვალი შავი წიწაკა

    1-2 ცალი თალგამი

    მცენარეული ზეთი

    კარტოფილი

    მარილი

    დაფნის ფოთოლი

    მომზადების წესი:

    სოკო კარგად გავრეცხოთ, მოვათავსოთ ჯამში და დავასხათ ცივი წყალი. გავაჩეროთ 30 წთ-ი და გადავასხათ წყალი.

    თალგამი, კარტოფილი, ხახვი და სტაფილო გავასუფთავოთ. თალგამი და კარტოფილი დავჭრათ ზომიერ ნაჭრებად, სტაფილო ნახევარ წრეებად, ხახვი წვრილად.

    ქვაბში ჩავასხათ 2 ლ-ი წყალი, ჩავაყაროტ ცოტაოდენი მარილი. წამოვადუღოთ, ჩავყაროთ სოკო და ვხარშოთ 30 წთ-ი, მოვაშოროთ ქაფი. დავამატოთ კარტოფილი და ვხარშოთ 7 წთ-ი.

    ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, ვთუშოთ ხახვი, სტაფილო და თალგამი, 4 წთ-ის განმავლობაში. დავამატოთ წვნიანს და ვამზადოთ 10 წთ-ი.

    წვნიანს დავამატოთ დაფნის ფოთოლი, წიწაკის მარცვლები და მარილი. ვამზადოთ 2 წთ-ი. დავამატოთ კამა და მდოგვი, კარგად შევურიოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან. მივირთვათ არაჟანთან ერთად.

    გემრიელად მიირთვით და გაიღიმეთ ხშირად!...

    თეგები სტატიაზე: მიქლიო, მდოგვი, თალგამი, სამარხვო

    ძვირფასო მომხმარებელო , თქვენ საიტზე იმყოფებით როგორც არა დარეგისტრირებული მომხმარებელი.
    ჩვენ გთავაზობთ დარეგისტრირდეთ ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.

    კომენტარების დამატება

    სახელი:*
    ელ-ფოსტა:*
    კომენტარი:
    შეიყვანე სურათზე მოცემული ტექსტი: *

    რეცეპტების არქივი

    მარტი 2016 (1)
    აგვისტო 2015 (2)
    აპრილი 2015 (2)
    მარტი 2015 (5)
    თებერვალი 2015 (2)
    ოქტომბერი 2014 (1)
    ^