Home > წვნიანები, ბოსტნეული, სამარხვო კერძები > კარტოფილის და ნიახურის წვნიანი

კარტოფილის და ნიახურის წვნიანი


27-03-2015, 14:32. Author: CookMan

კარტოფილის და ნიახურის წვნიანი

შემადგენლობა:

800 გრ ნიახურის ფესვები

2 დიდი კარტოფილი

1 თავი დიდი ხახვი

1 კბილი ნიორი

1 ს.კ. მანი

2 ს.კ. მცენარეული ზეთი

მარილი, შავი წიწაკა

მომზადების წესი:

ნიახური, კარტოფილი და ხახვი, გავასუფთავოტ და დავჭრათ საშვალო ზომის კუბიკებად. ნიორი გავფრცქვნათ და გავსრისოთ.

ქვაბში გავაცხელოტ ზეთი და ხახვი ვთუშოთ, დაახლოებით 4 წთ-ი. დავამატოთ კარტოფილი და ნიახური, ვამზადოთ დაბალ ცეცხლზე 6 წთ-ის განმავლობაში. ჩავასხათ 1 ლ-ი ცხელი წყალი, ვხარშოთ 15 წთ-ი. დავამატოთ ნიორი, მარილი და წიწაკა. გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავაბლენდეროთ. დავაბრუნოთ ქვაბი ცეცხლზე, წამოვადუღოთ. მუდმივად ვურიოთ და დავამატოთ მანი. შევაზავოთ მარილით და წიწაკით.

გემრიელად მიირთვით და გაიღიმეთ ხშირად!...


Go back