Home > წვნიანები, ბოსტნეული, სამარხვო კერძები > მიქლიოს წვნიანი თალგამით

მიქლიოს წვნიანი თალგამით


29-03-2015, 14:28. Author: CookMan

მიქლიოს წვნიანი თალგამით

შემადგენლობა:

2-3 ღერო კამა

მიქლიო

1 კონა მწვანე ხახვი

1 ცალი სტაფილო

1 თავი ხახვი

1/2 ჩ.კ. ცხარე მდოგვი

8 მარცვალი შავი წიწაკა

1-2 ცალი თალგამი

მცენარეული ზეთი

კარტოფილი

მარილი

დაფნის ფოთოლი

მომზადების წესი:

სოკო კარგად გავრეცხოთ, მოვათავსოთ ჯამში და დავასხათ ცივი წყალი. გავაჩეროთ 30 წთ-ი და გადავასხათ წყალი.

თალგამი, კარტოფილი, ხახვი და სტაფილო გავასუფთავოთ. თალგამი და კარტოფილი დავჭრათ ზომიერ ნაჭრებად, სტაფილო ნახევარ წრეებად, ხახვი წვრილად.

ქვაბში ჩავასხათ 2 ლ-ი წყალი, ჩავაყაროტ ცოტაოდენი მარილი. წამოვადუღოთ, ჩავყაროთ სოკო და ვხარშოთ 30 წთ-ი, მოვაშოროთ ქაფი. დავამატოთ კარტოფილი და ვხარშოთ 7 წთ-ი.

ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, ვთუშოთ ხახვი, სტაფილო და თალგამი, 4 წთ-ის განმავლობაში. დავამატოთ წვნიანს და ვამზადოთ 10 წთ-ი.

წვნიანს დავამატოთ დაფნის ფოთოლი, წიწაკის მარცვლები და მარილი. ვამზადოთ 2 წთ-ი. დავამატოთ კამა და მდოგვი, კარგად შევურიოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან. მივირთვათ არაჟანთან ერთად.

გემრიელად მიირთვით და გაიღიმეთ ხშირად!...


Go back