•  
    ინტერნეტ სამზარეულო » რეცეპტები » ტკბილეული » შოკოლადის ტორტი ლუდით - ინგლისურად
    Camellia flowers art salon
    ინფორმაცია სტატიაზე
    • ნახვები: 2168
    • ავტორი: giojik
    • თარიღი: 2-02-2013, 14:35
    2-02-2013, 14:35

    შოკოლადის ტორტი ლუდით - ინგლისურად

    კატეგორია: რეცეპტები » ტკბილეული

     

    შოკოლადის ტორტი ლუდით - ინგლისურად

    შემადგენლობა:

    ცომი:

    350მლ მუქი შავი ლუდი

    120 მლ შავი ყავა

    450 გრ კარაქი

    130 გრ კაკაო

    500 გრ ფქვილი

    800 გრ შაქარი

    1 ს.კ. სოდა

    ½ ჩ.კ. მარილი

    4 კვერცხი

    1 ს.კ. ვანილის ექსტრაქტი

    320 მლ არაჟანი

    კრემი:

    500 მლ ნაღები

    450 გრ შოკოლადი

    მომზადების წესი:

    ცომი:

    დაბალ ცეცხლზე, ქვაბში გავადნოთ კარაქ. კარაქი რომ გადნება დავამატოთ შავი ლუდი, შავი მაგარი ყავა და მივიყვანოთ წამოდუღებამდე, საშუალომდე ავუწიოთ ტემპერატურას. სანამ წამოდუღდება მანამდე გავაერთიანოთ გაცრილი ფქვილი, შაქარი, სოდა და მარილი. კვერცხი გავთქვიფოთ, დავამატოთ არაჟანი, ვანილის ექსტრასტი და გავთქვიფოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. წამოდუღებულ მასაში დავამატოთ კაკაო, კარგად გავხსნათ. მიქსერით დაბალ სიჩქარეზე ნელ-ნელა გავაერთიანოთ სამივე ნაწილი. მიღებული მასა თანაბრად გადავანაწილოთ ორ ცალ წინასწარ მომზადებულ ტორტის ფორმაში. ორივე ფორმა შევდგათ წინასწარ 175 ℃-მდე გაცხელებულ ღუმელში 30-35 წთ-ით.

    კრემი

    ნაღები გავაცხელოთ საშუალო ცეცხლზე, გადმოვდგათ ცეცხლიდან. დავამატოთ შოკოლადი და კარგათ გავთქვიფოთ. შოკოლადი კარგად, რომ გაიხსნება მიღებული მასა შევდგათ მაცივარში 2 სთ-ით.

    მომზადებული ბისკვიტი გავაცივოთ და დიდი დანის საშუალებით გავჭრათ ჰორიზონტალურ სიბრტყეში. გაგრილებული კრემი დანის საშვალებით თანაბრად გადავანაწილოთ ბისკვიტზე. დარჩენილი კრემი მოვასხათ ზემოდან და გვერდებზე. გავაფორმოთ შოკოლადის ბურბუშელით და თხლად დაჭრილი ნიგვზით.

    გემრიელად მიირთვით და გაიღიმეთ ხშირად!..

    თეგები სტატიაზე: ტორტი, ლუდი, ინგლისი, შოკოლადი, კაკაო

    ძვირფასო მომხმარებელო , თქვენ საიტზე იმყოფებით როგორც არა დარეგისტრირებული მომხმარებელი.
    ჩვენ გთავაზობთ დარეგისტრირდეთ ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.

    კომენტარების დამატება

    სახელი:*
    ელ-ფოსტა:*
    კომენტარი:
    შეიყვანე სურათზე მოცემული ტექსტი: *

    რეცეპტების არქივი

    მარტი 2016 (1)
    აგვისტო 2015 (2)
    აპრილი 2015 (2)
    მარტი 2015 (5)
    თებერვალი 2015 (2)
    ოქტომბერი 2014 (1)
    ^