•  
    ინტერნეტ სამზარეულო » რეცეპტები » ტკბილეული » ბლინების ტორტი შოკოლადით და ბანანით
    Camellia flowers art salon
    ინფორმაცია სტატიაზე
    • ნახვები: 6112
    • ავტორი: giojik
    • თარიღი: 26-01-2012, 21:35
    26-01-2012, 21:35

    ბლინების ტორტი შოკოლადით და ბანანით

    კატეგორია: რეცეპტები » ტკბილეული

    ბლინების ტორტი შოკოლადით და ბანანით

    შემადგენლობა:

    ცომი:

    2ც. - კვერცხი

    200 მლ - წყალი

    200 მლ - რძე

    150 გრ - ფქვილი

    2 ს.კ. - შაქარი

    2 ს.კ. - კაკაო

    თეთრი კრემი:

     

    0.5 ლ. - რძე

    100 გრ - კარაქი

    2 ც. - კვერცხი

    1 ჭ. - შაქარი

    3,5 ს.კ. - ფქვილი

    1 ს.კ. - კარტოფილის ფქვილი

    ვანილი

     

    შოკოლადი:

    1 ფ. - შავი შოკოლად

    50 მლ - რძე

    2 ც. - ბანანი

    მომზადების წესი:

    ცომისთვის: კვერცხი გავთქვიფოთ, რძესთან და წყალთან ერთად. დავამატოთ ფქვილი, შაქარი და კაკაო. გამოვაცხოთ ბლინები.

    თეთრი კრემი: გავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი ერთად, დავამატოთ ფქვილი და კარტოფილის ფქვილი. მიღებული მასა ჩავასხათ ადუღებულ რძეში და ვურიოთ მანამ არ გაიხსნება. შესქელებული მასა გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაგრილოთ. გაგრილებულ მასში დავამატოთ კარაქი და ვანილი, კარგად გავთქვიფოთ.

    შავი კრემი: რძე შევათბოთ ორთქლზე, დავუმატოთ შოკოლადი ვურიოთ ხშირად სრულად გალღობამდე.

    მომზადებულ ბლინის ფირფიტას წავუსვათ კრემი დავალაგოთ თხლად დაჭრილი ბანანები, დავადოთ მეორე ბლინი წავუსვათ კრემი და დავაფინოთ კიდევ ერთი ბლინი, ესე დავალაგოთ ბანანის ნაჭრები თითო ფენის გამოტოვებით. ბოლო ფენაზე მოვასხათ შოკოლადი და შევდგათ მაცივარში.

    თეგები სტატიაზე: ბლინი, რძე, ბანანი, კარაქი, კაკაო, შავი შოკოლად

    ძვირფასო მომხმარებელო , თქვენ საიტზე იმყოფებით როგორც არა დარეგისტრირებული მომხმარებელი.
    ჩვენ გთავაზობთ დარეგისტრირდეთ ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.

    კომენტარების დამატება

    სახელი:*
    ელ-ფოსტა:*
    კომენტარი:
    შეიყვანე სურათზე მოცემული ტექსტი: *

    რეცეპტების არქივი

    მარტი 2016 (1)
    აგვისტო 2015 (2)
    აპრილი 2015 (2)
    მარტი 2015 (5)
    თებერვალი 2015 (2)
    ოქტომბერი 2014 (1)
    ^