•  
    Camellia flowers art salon
    ინფორმაცია სტატიაზე
    • ნახვები: 1981
    • ავტორი: giojik
    • თარიღი: 13-03-2013, 15:18
    13-03-2013, 15:18

    გამხმარი ლობიოს რაგუ

    კატეგორია: ბოსტნეული, სამარხვო კერძები

    გამხმარი  ლობიოს რაგუ

    ინგრედიენტები:

    450 გრ გამხმარი ლობიო, ერთი ღამით დამბალი (იხ. როგორ დავალბოთ ლობიო)

    1/2 ჭიქა ზეითუნის ზეთი

    1 დიდი ან 2 საშუალო თავი ხახვი, დაჭრილი

    680 გრ დაჭრილი პამიდორი

    1 ჭიქა ოხრახუში, დაჭრილი

    1 ს.კ. დაფქული ძირა

    2 დაფნის ფოთოლი

    2 ჭიქა წყალი

    მარილი და ახლად დაფქული პილპილი

    ზეითუნის ზეთი , მოსასხურებლად

    მომზადების წესი:

    ქვაბი დავდგათ მაღალ ცეცხლზე, გავაცხელოთ ზეითუნის ზეთი. ცხელ ზეთში ჩავყაროთ ხახვი და ვთუშოთ 5 წთ–ი. დავამატოთ პამიდორი,ოხრახუში, ძირა და დაფნა,  ვამზადოთ კიდევ 5-10 წთ–ი, სანამ არომათები კარგად არ შეერწყმევა ერთმანეთს. ქვაბში დავამატოთ წყალი. ჩავყაროთ დამბალი ლობიო და ვხარშთ 45 წთ–ი თავდახურული, დაბალ ცეცხლზე. მოვხადოთ თავსახური და დავამატოთ მარილი, შავი წიწაკა. ვამზადოთ კიდევ 10-15 წთ–ი, სანამ ლობიო მოიხარშება ისე, რომ არ ჩაიშალოს. ამოვიღოთ დაფნის ფოთოლი. გადმოვიღოთ თეფშზე, მოვასხუროთ ზეითუნის ზეთი და მოვაყაროთ ოხრახუში.

    გემრიელად მიირთვით და გაიღიმეთ ხშირად!...

    თეგები სტატიაზე: ლობიო, ზეითუნის ზეთი, სამარხვო

    ძვირფასო მომხმარებელო , თქვენ საიტზე იმყოფებით როგორც არა დარეგისტრირებული მომხმარებელი.
    ჩვენ გთავაზობთ დარეგისტრირდეთ ან შემოხვიდეთ თქვენი სახელით.

    კომენტარების დამატება

    სახელი:*
    ელ-ფოსტა:*
    კომენტარი:
    შეიყვანე სურათზე მოცემული ტექსტი: *

    რეცეპტების არქივი

    მარტი 2016 (1)
    აგვისტო 2015 (2)
    აპრილი 2015 (2)
    მარტი 2015 (5)
    თებერვალი 2015 (2)
    ოქტომბერი 2014 (1)
    ^