Home > ბოსტნეული > კარტოფილი იტალიურად

კარტოფილი იტალიურად


29-03-2015, 23:07. Author: CookMan

კარტოფილი იტალიურად

შემადგენლობა:

1 ს.კ. იტალიური სანელებლები

6-7 ცალი კარტოფილი

4 ს.კ. კარაქი

4 ს.კ. ზეითუნის ზეთი

1/4 ჭიქა ოხრახუში

მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით

150 გრ ყველი რომანო

მომზადების წესი:

კარტოფილი დავჭრათ და მოვათავსოთ ცივ მარილიან წყალში. სახეხზე გავხეხოთ ყველი. მოვამზადოთ სანელებლები.

ღუმელი გავახუროთ 200 °C-მდე, მოვასხუროთ ზეითუნის ზეთი ლანგარზე, ზედ მოვათავსოთ კარტოფილი. მოვაყაროთ სანელებლები, ყველი და ოხრახუშ.

მოვასხუროთ ზეთი და კარაქი გადავანაწილოთ ზემოდან ყველზე.

ვამზადოთ ღუმელში 30 წთ-ის განმავლობაში, შემდეგ შემოვატრიალოთ ლანგარი და კიდევ ვამზადოთ 15-20 წთ-ი. კარტოფილი უნდა გადეს ოქროსფერი. ბოლოს მოვაყაროთ წიწაკა და მარილი.

გემრიელად მიირთვით და გაიღიმეთ ხშირად!...


Go back