Home > ბოსტნეული > ცილის ომლეტი, ყველით და ბროკოლით

ცილის ომლეტი, ყველით და ბროკოლით


2-04-2015, 17:44. Author: CookMan

ცილის ომლეტი, ყველით და ბროკოლით

შემადგენლობა:

6 კვერცხის ცილა

70 გრ უცხიმო ყველი

1 პატარ რტო ბროკოლი

2 ღერო მწვანე ხახვი

1 ს.კ. ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი:

ბროკოლი დავშალოთ პატარა ნაწილებად, მოვაშოროთ უხეში ძირები, მოვხარშოთ მარილ წყალში, 8 წთ-ის განმავლობაში. გადავწუროთ ბროკოლი და მოვასხათ ცივი წყალი, გავაშროთ. ხახვი დავჭრათ თხელ რგოლებად. ყველი გავხეხოთ.

გავთქვიფოთ ცილა ცოტაოდენ მარილთან ერთად, ერთგვაროვან მასამდე. გავაცხელოთ ტაფაზე ზეთი, დავყაროთ ბროკოლი და დავასხათ ცილა, ცოტათი დავახაროთ ტაფა თანაბრად, რომ გადანაწილდეს მასა. ომლეტი რომ დაიწყებს ტაფაზე მიკვრას ხის კოვზით წამოვუწიოთ ნაპირი.

მოვაყაროთ ომლეტს ყველი და მწვანე ხახვი, 1 წთ-ის შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან.

გემრიელად მიირთვით და გაიღიმეთ ხშირად!...

Бесплатные шаблоны для 10.5Forex Портал для чайников
Go back